კომაროვის სკოლის 12 მოსწავლისგან შემდგარი გუნდი კომპანია ECOVISION-ის GWP ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს!

კომპანია ECOVISION-ის კამპანიის მიზანია - „დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს!“


ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ტური მოიცავდა სემინარსა და ეკოვიქტორინას. კომაროვის სკოლამ წარმატებით გაიარა აღნიშნული ტური და 20-დან 18 ქულით გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

ვიქტორინის ჩატარების შემდეგ მე - 2 ეტაპზე გადასული გუნდი 18 ნოემბერს მიიწვიეს პროექტის საზეიმო გახსნაზე. გამარჯვებული გუნდისთვის იგეგმება „ეკო ბანაკი“ მესტიაში.


კომაროვის სკოლა წარმატებას უსურვებს ჩვენს მოსწავლეებს ოლიმპიადის შემდეგ ტურებში!


ზემოთ